„ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება

პუბლიკა

დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება.

„პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ახალი მდივნის შესახებ, შემდგომ კი უმრავლესობამ მოიწონა და დაამტკიცა: საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და სხვა საკითხებთან ერთად მის ბექგრაუნდში შეგვიძლია დავასახელოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნკიაციების კოორდიანცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.