ოპერატორის საქმეზე შსს-მ გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქარელში, ოცნების ოფისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.

ეს მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

როგორც „ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, ოპერატორი აივნიდან თავად გადავარდა, და მას ფიზიკურად არავინ შეხებია. „მთავარ არხში” კი აცხადებენ, რომ გადაღებაზე მისულ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოპერატორი ლევან აბოლთია კი მეორე სართულიდან გადააგდეს. ოპერატორი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.