ოპოზიციამ ყველა შეხვედრაზე მივიღეთ გარანტია, რომ დეკემბერში სტატუსზე საბოლოო უარი არ იქნება - ვაშაძე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი შეაფასა.

„ჩვენ, ოპოზიციამ, ყველა შეხვედრაზე, მივიღეთ გარანტია, რომ დეკემბერში, როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება”, საბოლოო უარი არ იქნება, “- ამბობს ის.

როგოც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ჯოზეფ ბორელის ვიზიტთან დაკავშირებით, შემდეგი დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი:

  • პოლიტიკური კონსენსუსი და გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი არსებობს.
  • ევროკავშირის წევრი გავხდებით მაშინ, როცა ვიქნებით მზად.
  • ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ვერ გავხდებით, სანამ რუსეთთან მოთანამშრომლე „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას.
  • ოპოზიციამ მივიღეთ გარანტია, რომ დეკემბერში, როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება”, საბოლოო უარი არ იქნება.
  • 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების” „ბლეფი” საბოლოოდ დასრულდა! 9-დან 9-ვე პუნქტი, რაც დარჩა შესასრულებელი, უნდა შესრულდეს.
  • ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 2023 წლის 20 ივლისს განაცხადა, რომ პარტია „პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „გამარჯვების პლატფორმას“ ქმნის.