“ჩვენ და მთელი მსოფლიო ვდგავართ ორი არჩევანის წინაშე. პირველი – შემოვიღოთ ხელმეორედ ლოქდაუნი, მკაცრი შეზღუდვები და აკრძალვები და მეორე – ვმმართოთ ეს გაზრდილი რაოდენობა”. – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.
მისი თქმით პირველ შემთხვევაში მართვა იქნება შედარებით მარტივი. შედეგი იქნება უფრო მალე. მაგრამ მოსახლეობას უდიდესი დისკომფორტი მიადგება და ეკონომიკა დიდი რეცესიის საფრთხის ქვეშ დადგება.
მეორე შემთხვევაში მოსახლეობა პრაქტიკულად ვერ იგრძნობს დისკომფორტს, ეკონომიკა, “შესაძლოა 10%-ით არა”, მაგრამ მაინც განვითარდევა, მაგრამ უდიდესი დატვირთვა მოვა სახელმწიფო სტრუქტურებზე, პირველ რიგში ჯანდაცვის სექტორზე.
ცერცვაძე ამბობს, რომ უცხოეთის ბევრმა ქვეყანამ პირველი გზა აირჩია, ისრაელმა სრული ლოკდაუნი გამოაცხადა, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ნაწილობრივი შეზღუდვები.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოსახლეობის განწყობების, ეკონომიკის განვითარების ინტერესების, საარჩევნო პერიოდის თავისებურებების გამო წავიდეთ მეორე გზით”. – თქვა ცერცვაძემ.
ანუ, მისი თქმით, შეზღუდვები იქნება მინიმალური, დამატებითი მკაცრი ზომები არ მიიღება, მაგრამ სახელმწიფომ უნდა აიღიოს მართვა მკვეთრად გაზრდილი შემთხვევებისა ისე, რომ არ წავიდეს კომპრომისზე ხარისხთან.