უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, დაარტყეს „ბორისოგლებსკის“ აეროდრომს.
გენშტაბი ამბობს, რომ ვორონეჟის ოლქში მდებარე ამ სამხედრო აეროდრომზე განლაგებულია რუსული „Су-34“, „Су-35С“ და „Су-30СM“.
შაბათს ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, დაბომბეს მართვადი ბომბების საწყობი, საბრძოლო მომზადების თვითმფრინავი და, სავარაუდოდ, სხვა თვითმფრინავებიც. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ შედეგები ზუსტდება.
რუსულმ მხარეს აღნიშნულზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 4 ივლისის 23:00 საათიდან 5 ივლისი 7:00 საათამდე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეაჩერეს და გაანადგურეს 94 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი,რომელთაგან 34 ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.