ფოტო
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს თბილისში ქალების მარში გაიმართა. ქალები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე გაემართნენ. აქციას მსვლელობით სტუდენტებიც შეუერთდნენ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის თავზე რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა. მოქალაქეთა ნაწილი პარლამენტის წინ 19:00 საათზე შეიკრიბა. მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირიდან უკრაინის მოქალაქეების მიერ ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ.
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თბილისში „ქალთა მოძრაობის" ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა მოეწყო.
„თავისუფლების აქცია“ - თბილისში, ირანის საელჩოსთან ირანში მიმდინარე პროტესტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
შსს-ს ცნობით, მხოლოდ 26 სექტემბერს ლარსის გავლით საქართველოში რუსეთის 10 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა. საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ჟურნალისტებთან ბევრი არ საუბრობს. ვინც ჩერდება, ამბობს, რომ ე.წ. მობილიზაციას გამოექცა და ომის წინააღმდეგია. თითქმის არავინ იცის - უკან როდის დაბრუნდება.
Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული პრაიდკვირეული 2 ივლისს Tbilisi Pride Fest 2022-ით დასრულდა. ფესტივალს ასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. დილიდან პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, დიპლომატები მიდიან და ისინი დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
2021 წელმა არაერთი პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური მოვლენით დაგვამახსოვრა თავი. გადაავლეთ თვალი „პუბლიკის“ ფოტოებს, რომლებიც გასული წლის მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს.
წინასაახალწლოდ ქუჩაში სავაჭროდ გამოსულ ადამიანებს საზეიმო ღონისძიებების პარალელურად გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. მათი გადაწყვეტილება, გამოვიდნენ გარეთ და იზრუნონ შემოსავალზე არჩევანი სულაც არ არის. ყოველი მათგანი აღნიშნავს, რომ „ასე მოუწიათ“.
„TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დაკრძალეს. დილიდან მისთვის პატივის მისაგებად სამოქალაქო პანაშვილი გაიმართა. კოლეგა ოპერატორებმა ვიდეოკამერების დერეფანი გააკეთეს. ის ტაშით გააცილეს ბოლო გზაზე.
გუშინ პარლამენტის წინ, 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციას Tbilisi Pride-ის წევრებიც შეუერთდნენ. „თბილისი პრაიდის“ წევრებმა და აქციის მონაწილეებმა LGBTQ+ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.