„პიროვნულად კარგი ხალხი ჩანს, მაგრამ - იდეოლოგიურად არანორმალურები“ - მდინარაძე „გირჩზე“

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დენიელსონის ვიზიტის შემდეგ, პარტია „გირში“ განაცხადეს, რომ ისინი ცალკე გააგრძელებდნენ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებს.

დღეს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა მედიასთან განაცხადა, პარტიის წარმომადგენლები „კულუარულად“ შეხვდნენ „ოცნების“ წარმომადგენელებს, თუმცა დანიელსონის მეორე ვიზიტის დასრულებამდე მოლაპარაკებების პროცესი „დაპაუზდება“.

„ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის მოლაპარაკებების შესახებ დღეს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები და ის პირადად არიs ჩართული ამ პროცესში.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის კომენტარს ტელეკომპანია „რუსთავი 2″ ავრცელებს. მამუკა მდინარაძე ასევე ამბობს, რომ „გირჩთან“ საერთო ენის გამონახვა ცოტა ჭირს.

„დიახ, ძირითადად მე ველაპარაკები, თუმცა არა მხოლოდ. პიროვნულად კარგი ხალხი ჩანს, თუმცა ისეთებს ლაპარაკობენ, სამივე არანორმალურია იდეოლოგიურად, ამიტომ შეთანხმების მიღწევა და საერთო ენის გამონახვა ცოტა ჭირს“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.