პირს, რომელმაც გამოძიების მტკიცებით, ყოფილი ცოლი გაგუდა და ხევში გადააგდო წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

ნიკოლოზ ლაჩაშვილს, რომელსაც პროკურატურა ყოფილი ცოლის მკვლელობას ედავება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ, თეონა ეპიტაშვილმა გამოაცხადა.

გამოძიების მიხედვით, თბილისში, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი, ნაქირავები მანქანით, გლდანის ხევში გადააგდო.

ნიკოლოზ ლაჩაშვილი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.