პირველი იქნება საქართველოსთვის დახმარების პირობითობა, მეორე – უბრალოდ შეწყვეტა – რიში

პუბლიკა

საქართველოში პოლიტიკურ კრიზისსა და მის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებზე სენატორმა, ჯეიმს რიშმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რომელიც საქართველოსთვის ამერიკის დახმარების პირობითობას შეეხებოდა, სენატორი რიში პასუხობს, რომ:

„პირველი [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ. წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა ეს საკითხი და შემდეგ გაიმართება არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი აღიარებს.

როცა ხალხი ამაზე საუბარს იწყებს, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ამ დახმარებას გასცემს, მეორე მხარეს ადამიანები უნდა დასხდნენ და ყურადღებით მოისმინონ ეს. განსაკუთრებით, როცა ეს ადამიანები მეგობრები არიან. არმოსმენა დიდი შეცდომაა და შედეგად ქართველი ხალხი რჩება წაგებული. და ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი თავის ლიდერებს აგებინებს პასუხს. თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობისა და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება.“

ინტერვიუს სრული ვერია იხილეთ ბმულზე.