პოლიციელის დღეზე ვახტანგ გომელაური და სამინისტროს სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

პუბლიკა

თბილისში პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სხვადასხვა ჯილდოთი დაჯილდოვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

ყოფილი მინისტრი, სანქცირებული ვახტანგ გომელაური „სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

მედლები გადაეცათ 8- და 11-პირიან საქმეებში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელებს გიორგი ზაბახიძესა და გრიგოლ ჭანტურიძეს.

დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი მარიამ კერესელიძე. ერთ-ერთი ბოლო საქმე, რომელზეც ის შსს-ს წარმოადგენდა, ანი ქავთარაძისა და თორნიკე სხვიტარიძის საქმე იყო. კერესელიძე იყო უწყების წარმომადგენელი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეშიც.

დაჯილდოვდნენ სხვადასხვა განყოფილების ხელმძღვანელები და თანამშრომლები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მართვის და სპეცტექნიკის განყოფილებების ხელმძღვანელები, 112-ის ვიდეომეთვალყურეობის სამმართველოს ხელმძღვანელი, საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი და ა.შ.

ვინ არიან დღეს დაჯილდოებულთა შორის

მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების მედლები და ორდენები გადასცა:

  • დავით კიკნაძე – კრიმპოლის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
  • ხატია კეშელავა – შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვის სამმართველო
  • ალუდა ლაგაზაური – გდდ სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო
  • თეონა ბალაბანიშვილი – დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცერი
  • გიორგი ზაბახიძე – დეტექტივი, დაზარალებულის სტატუსის მქონე 8- და 11-პირიან საქმეებში
  • კახაბერ მურადაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
  • ანზორ ხმიადაშვილი – გდდ-ის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
  • ეკა ზაალიშვილი – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი
  • თემურ მღებრიშვილი – საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • ვახტანგ გომელაური – ყოფილი შს მინისტრი

„ოცნების“ ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ მედლები გადასცა:

  • ლაშა თავაძე – კრიმპოლის ნარკოტიკების უკანონოდ ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი
  • მარიამ კერესელიძე – იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი
  • ბესიკ კახნიაშვილი, ნიკოლოზ ფურცელაძე, გურამ პერტენავა,ნიკოლოზ ჩუგუაშვილი – სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის თანამშრომლები
  • ზურაბ წიკლაური – გდდ-ის ერთ-ერთი სამმართველოს სპეცტექნიკის განყოფილების უფროსი
  • დავით ცოფურაშვილი – სპეცტექნიკის განყოფილების თანამშრომელი
  • ფრიდონ ხიმშიაშვილი – ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი
  • გიორგი გრიგალაშვილი – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
  • გრიგოლ ჭანტურიძე – ძველი თბილისის მეორე სამმართველოს უფროსი, დაზარალებულის სტატუსის მქონე 8- და 11-პირიან საქმეებში
  • გიგლა მამსირაშვილი, ზურაბ ლონადრიძე – დეტექტივები
  • რომან ქიქოძე – 112-ის ვიდემეთვალყურეობის სამმართველოს უფროსი
  • ჯაბა პიტარიშვილი – საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე
  • გიორგი ჩხიკვაძე – აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მეხანძრე-მაშველი
  • გრიგოლ თურმანიძე – ვაკე-საბურთალოს პოლციის თანამშრომელი
  • თორნიკე მარსაგიშვილი – ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი