პომპეომ და პატრიარქმა განიხილეს საქართველოს როლი რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით - საელჩო

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ილია II -ს შეხვდა.

ამერიკის საელჩოს ინფორმაციით,  შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და პატრიარქმა განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით.

ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქოს პრესცენტრიც. საპატრიაქრსო ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სახელმწიფო მდივანი მ. პომპეო, რომელმაც, თავის მხრივ, სიხარული გამოხატა უწმინდესთან შეხვედრის გამო.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყრდე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და სხვა ოფიციალური პირები