პრემიერი მოლდოვაში ღირსეულად წარდგა, როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი - წულუკიანი

პუბლიკა

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მოლდოვაში პრემიერი „წარდგა, როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი“.

ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი საერთაშორისო ვიზიტი, სადაც ღირსეულად წარდგა, როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი. ეს არის ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური პოზიცია, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა გვაქვს. გვაქვს სუვერენული სახელმწიფო და ვისწრაფვით განუხრელად ევროპული ევროპის კავშირში გაერთიანებისკენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას რეკომენდაციების შესრულებაზე და ის ფიქრობს, რომ საქართველოს სტატუსი ეკუთვნის.

თეა წულუკიანის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.