პრემიერობისას, სრული თავისუფლება არ მქონდა, რა თქმა უნდა - გახარია

პუბლიკა

„მე როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი,  არ მქონდა  სრული თავისუფლება რა თქმა უნდა, მაგრამ თავისუფლების ის ხარიხსი მქონდა, რომ პრინციპული და სტრუქტურულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიმეღო დამოუკიდებლად”.

ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ტელეკომპანია „ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა.

„მე როდესაც ვნახე, რომ პარტიულ ინტერესს ვერ ვაჯობე, მე გადავდექი. პარტიამ სცადა ძალოვანი სტრუქტურების გაკონტროლება. ჩემ დროს ასე არ ხდებოდა. პარტია ვერ აკონტროლებდა ძალოვან უწყებებს”. – ამბობს გიორგი გახარია.