პრეზიდენტმა მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დააჯილდოვა

პუბლიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაკის პარკში დაღუპული მარიტა მეფარიშვილი და  მებაღე დევი მეზურნიშვილი „სამოქალაქო თავდადებისათვის“ სახელმწიფო მედლით დააჯილდოვა.

„მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა.

ხოლო ,,ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა”,  – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.