„ქართული ოცნება“ რუსეთის სიყვარულს უკვე აღარც მალავს - კინზინგერი

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ რუსეთის სიყვარულს უკვე აღარც მალავს. ძალიან სევდიანია“, – წერს Twitter-ზე ყოფილი კონგრესმენი, CNN-ის პოლიტიკური კომენტატორი ადამ კინზინგერი.

კინზინგერმა თავისი შეფასება დაურთო ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლშიც მან CNN-ის შესახებ აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს „რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული“.

კობახიძემ  CNN სიცრუის ტირაჟირებაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც არხის ეთერში წამყვანმა კრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეკითხვა დაუსვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე და ამ სანქციების აღსრულებაზე. მან ამ კონტექსტში ახსენა საქართველოც და აღნიშნა, რომ მიუხედავად სანქციებისა, ბევრი საქონელი მაინც აღწევს რუსეთში.