„ქართული ოცნება“ საზმაუს მეურვეობის კანდიდატად პარლამენტს ვასილ მაღალაფერიძეს წარუდგენს

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად პარლამენტს ვასილ მაღლაფერიძეს წარუდგენს. ამის შესახებ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე გია ვოლსკიმ განაცხადა. პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში სამი ახალი წევრი უნდა აირჩიოს.  ერთი წევრი უმრავლესობის კვოტით აირჩევა, მეორე უმცირესობის კვოტით, მესამეს კი ომბუდსმენი ასახლებს.

სახალხო დამცველის კანდიდატურა უკვე ცნობილია. ომბუდსმენი პარლამენტს ლაშა ტუღუშს წარუდგენს. ამ დრომდე უცნობია, ვინ იქნება უმცირესობის მიერ დასახელებული კანდიდატი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება სპეციალურმა კომისიამ 7 აპრილს დაასრულა და შერჩეული კანდიდატთა სია პარლამენტს წარუდგინდა.

  1. მარინა გიორგაძე
  2. არინა თავქარაშვილი
  3. გიორგი იასაშვილი
  4. ბელა კოპალიანი
  5. ვასილ მაღლაფერიძე
  6. ალექსი ნონიაძე
  7. ლაშა ტუღუში
  8. ლია შავგულიძე
  9. დონარა შონავა
  10. ზაზა ხუციშვილი

ხარდაჭერა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, გიორგი ჭანტურიამ ვერ მოიპოვა.