„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველ რიგში მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები შტაბის უფროსთან დაკავშირებით და კამპანიის ლიდერებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ვუხელმძღვანელებ მე, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, რაც შეეხება კამპანიის ლიდერებს, თბილისში კამპანიის ლიდერი იქნება კახი კალაძე, თბილისის მერობის კანდიდატი და კამპანიის ლიდერი საქართველოს მასშტაბით იქნება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშბილი“,- განაცხადა კობახიძემ.