ქართველი ხალხი გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს | ვიოლა ფონ კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა ჯგუფის განცხადებას ეხმაურება.

„ეს არის ევროპარლამენტის წამყვანი წევრების მკაფიო განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე. ევროპარლამენტში ყველა ჩვენგანისთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, დიდი იმედგაცრუებაა იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას ამ არეულობის დასრულების გზის პოვნა არ სურს. ქართველი ხალხი გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს”, – წერს  ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში”.