ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება იყო - ჩიქოვანი

პუბლიკა

ქავთარაძის ქუჩაძე მოწყობილ საველე  ჰოსპიტლის კოვიდ-დეპარტამენტის კოორდინატორის მერაბ ჩიქოვანის განცხადებით,  ჰოსპიტალში პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება იყო.

„პაციენტის, რომელიც გარდაიცვალა, სხვა კლინიკაში გადაყვანა დღის წესრიგში არ დამდგარა. აღნიშნულ პაციენტთან დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ მოხდა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების დაწყება, თუმცა გულის რიტმის ამუშავება ვერ მოხერდა. პაციენტი იყო საშუალო სიმძიმის, 1945 წელს დაბადებული მამაკაცი, იმყოფებოდა ჰაიფლოუს სისტემის აპარატზე. გარდაცვლილი მამაკაცი ვაქცინირებული არ იყო“, – განუცხადა ჩიქოვანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გამო 2 პაციენტის სხვა პროფილურ სტაციონარებში გადაყვანეს,  2 პაციენტი გაეწერა, 1 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ჰოსპიტალში 87 პაციენტი მკურნალობს.