„ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრები: არ დააყენოთ ჩვენი ევროპული არჩევანი რისკის ქვეშ

პუბლიკა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს − „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრებმა რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება მოამზადეს.

„ჩვენ, ქუთაისის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრები ვაცნობიერებთ რა, რომ სახელმწიფო თუ მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის როლი, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი და მათი ჩართულობა.

ვფიქრობთ, რომ წლების განმავლობაში ახალგაზრდული სფეროს და ეკოსისტემის განვითარებაში, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობა არ შეიძლება იყოს დაუფასებელი და „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარი”.

ჩვენ, ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები ვემიჯნებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მოვუწოდებთ, მთავრობას და პარლამენტს, არ დაიშუროს ძალისხმევა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და არ დააყენოს ჩვენი ევროპული არჩევანი რისკის ქვეშ, რაც ქუთაისელი ახალგაზრდების გამოხატული ნებაა “, – ნაქვამია განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან: ნინო ბუცხრიკიძე, ირაკლი თევზაძე, თეონა ფურცხვანიძე, საბა ხაბულიანი, ნინი გორგოძე, ლანა ჟორჟოლიანი, ლიზი ჯავახაძე, მარიამ ბენიძე, შაქრო კლდიაშვილი, დავით ხაჩიძე.