ქვემო ქართლის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი დ.ბ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ბ.-მ, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ, სავარაუდო ბრალდებულისგან ქრთამი აიღო.

ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LB loan image desktop LB loan image mobile