რა შემთხვევაში და რა დოკუმენტებით მიიღებენ თვითდასაქმებულები კომპენსაციას

პუბლიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი, განმარტავს, რა შემთხვევაში მიიღებს თვითდასაქმებული ერთჯერად კომპენსაციას, რომლის მოცულობა განსაზღვრულია 300 ლარის ოდენობით.

კომპენსაციის მიღებისათვის თვითდასაქმებულად მიიჩნევა ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებულისა.

პრეზენტაციისას მინისტრის მოადგილემ თვითდასაქმებულები პირობითად ორ კატეგორიად დაყო: ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში რაიმე ფორმით გადამხდელად და პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, ჰქონდათ შმოსავალი, მაგრამ არ არიან რეგისტრირებულნი შემოსავლების სამსახურში და არანაირად არ ჩანს მათი ეკონომიკური აქტივობა.

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის მისაღებად არ იქნება საჭირო არანაირი დამატებითი ინფორმაციის, მტკიცებულების წარდგენა შემოსავლის წყაროს შესახებ.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათ მიერ უკვე იდენტიფიცირებულია 150 ათასამდე თვითდასაქმებული, რომელთაც არ დასჭირდებათ არანაირი შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ამ ფორმით რეგისტრირებული თვითდასაქმებულები იყოფიან 5 კატეგორიად, იმისდა მიხედვით, თუ რა საგადასახადო სტატუსი აქვთ მათ შემოსავლების სამსახურში.

  1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები – მათი იდენტიფიკაცია ხდება მათ მიერ 2020 წლის პირვლ კვარტალში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, ასევე საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენებით ჩეკების მიხედვით, კერძოდ იმ შემთხვევაში თუ მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირს ერთხელ მაინც აქვს წარდგენილი 2020 წლის პირველ კვარტალში დეკლარაცია ან ამავე პერიოდში ერთხელ მაინც გამოყენებული აქვს აკონტროლო სალარო აპარატი, მას შეეძლება მიიღოს ერთჯერადი კომპენსაცია.

  2. მეორე კატეგორია ეს არის მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ბაზრობის ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაშიც განმსაზღვრელი იქნება კრიტერიუმად დეკლარაცია. თუ ერთხელ მაინც ჩაბარებული აქვთ დეკლარაცია 2020 წლის პირველ კვარტალში, ან ერთხელ მაინც თუ აქვთ გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი (გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურში იგზავნება ბაზრობის ორგანიზატორების მიერ შესაბამისი სიები, იანვარი-თებერვალი ეს სიები უკვე მოწოდებულია და თუ ასეთი პირი დაფიქსირებული იქნება ამ სიაში მას შუძლია მიიღოს კომპენსაცია.

  3. მესამე კატეგორია ეს არის პირები, რომელბიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით საქმიანობას, ეს არის სპეციალური სტატუსი, რომელიც შექმნილი არის პირებისთვის, რომლებიც საქმიანობას ახორცელებენ თონეებში, სილამაზის სალონებში და ასევე ავტოტექნიკის ცენტრებში, ასეთი პირებისთვის მხოლოდ მათ მიერ რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ მიიღონ კომპენსაცია. ასეთი იდენტიფიცირებულია დაახლოებით 7 ათასამდე პირი.

  4. მეოთხე კატეგორიაა მიკრობიზნესის სატუსის მქონე მეწარმეები , რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან, ეს არის კატეგორია გადამხდელების რომლის შემოსავალიც არის 30 ათას ლარამდე და რომელსაც ვალდებულება არ აქვს საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების, ხოლო მეორე მხრივ იქედან გამომდინარე რომ მათი შემოსავალი სრულად გათავისუფლებული არის საშემოსავლო გადასახადიდან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ ნაწილში საკმაოდ დაბალი დეკლარირების კულტურაა, აქედან გამომდინარე ამ მიზეზების გამო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათი მიკრო ბიზნესის რეგისტრაციის სტაუსი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ მიიღონ შესაბამსი კომპენსაცია. ასეთი მიკრობიზნესის მქონე პირი 60 ათასზე მეტია.

  5. მეხუთე კატეგორია – ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც რომელბიც ზემოთჩამოთვლილ არცერთ სატტუსში არ ფუნქციონირებენ და როგორც მხოლოდ ინდმეწარმეები ისე ახორცეილებენ საქმინობას, მათთვის იდენტიფიცირების საშულება იქნება 2020 წლის პირველ აპრილამდე წარმოდგენილი 2019 წლის საშემოსავლო დეკლარაცია და ასაევ საკონტროლო სალარო აპარატი, ანუ თუ ერთხელ მაინც მათ გამოუყენებიათ საკონტროლო სალარო აპარატი მათ საქმიანობაში 2020 წლის პირველ კვარტალში, ისინი შეძლებენ დამატებითი დოკუმენდაციის გარეშე მიიღონ შესაბამისი ერთჯერადი კომპენსაცია.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ, ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, უკვე იდენტიფიცირებულია 150 ათასამდე თვითდასაქმებული, რომელთც აღარ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს დადასტურება.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი შემოსავლების სამსახურში.

ასეთმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი.

რა შეიძლება მიიჩნეოდეს შემოსავლის წყაროს დამადასტურებელ დოკუმენტად?

მინისტრის მოადგილის განმარტებით, პირველ რიგში, ეს შეიძლება, იყოს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული პირველადი დოკუმენტი, მაგალითისათვის, როგორიც არის შესყიდვის აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი (იურიდიულ პირებს ამ დოკუმენტის შენახვის ვალდებულება აქვთ 3 წლის განმავლობაში და შესაბამისად, თუ მათთან ფიზიკურ პირებს რაიმე ფორმით ურთიერთობა ჰქონდათ, ასეთი ტიპის დოკუმენტებში ისინი აუცილებლად დაფიქსირდებოდნენ და ამ დოკუმენტის წარდგენა საკმარისი იქნება მათი შემოსავლების იდენტიფიცირებისთვის);

ეს შეიძლება, იყოს საბანკო ამონაწერებიც, სადაც გამოჩნდება მათი შემოსავლის წყარო;

ეს შეიძლება, იყოს მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე სახის საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა – ეს იქნება ნებართვა, ლიცენზია თუ ცნობა;

ასევე, რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა და შემოსავალი.