რა წერია სასამართლო სისტემის რეფორმაზე ევროკომისიის ანგარიშში

პუბლიკა

ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში განხილულია საქართველოს ხელისუფლების მიერ სასამართლო სფეროში გატარებული რეფორმების შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ევროპულ სტანდარტებთან.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს გარკვეული მზაობა სასამართლო სისტემის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტის გამოყენებისთვის და ქვეყანამ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს. თუმცა, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ევროკომისიის და ვენეციის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

„2022 წლამდე, რეფორმების ზედიზედ ოთხმა ტალღამ გააუმჯობესა სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზა, მართლმსაჯულების სისტემის საერთო შესაძლებლობები და ორგანიზება. პარლამენტმა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღო.

თუმცა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ ეხება მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებს, კერძოდ, სასამართლოს უმაღლესი ორგანოების მთლიანობის გაძლიერების აუცილებლობას. მიიღეს ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის, მოსამართლეების დანიშვნების დასაბუთების ხარისხისა და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევისას პროფესიული გამოცდილების 10 წლამდე გაზრდასთან დაკავშირებით.

2023 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში და 2023 წლის სექტემბერში შეიმუშავა დამატებითი ცვლილებები ვენეციის კომისიის ზოგიერთო რეკომენდაციის გათვალისწინებით. თუმცა, ევროკომისიის და ვენეციის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, როგორც ეს ნათქვამია მის თანმიმდევრულ მოსაზრებებში (2023 წლის მარტი და 20203 წლის ოქტომბერი), განსაკუთრებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის შესახებ და რეკომენდაციები უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით არ იქნა გათვალისწინებული.

კერძოდ, შემდგომი, უფრ ფართო რეფორმები ყველა სასამართლო და პროკურატორის, განსაკუთრებით, იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად საჭიროა, შესრულდეს  ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

საჭიროა გაუმჯობესება და დამატებითი გარანტიები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებასა და უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ეფექტური გასაჩივრების უფლება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათის გარკვევით უზენაესი სასამართლოსთვის.

ამავდროულად, ვენეციის კომისიამ აღიარა გარკვეული რეკომენდაციების გაუმჯობესება, მათ შორის მოსამართლეთა თანამდებობების შეჩერება და მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვა.

მართლმსაჯულების ფართო რეფორმა კვლავ უმნიშვნელოვანესად რჩება. უნდა განიხილებოდეს რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა სასამართლოსა და პროკურატურის, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს, გენერალური პროკურორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას.

ეს რეფორმები უნდა განხორციელდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკომისიამ გამოყო პუნქტები, რომლებიც საქართველომ მომავალ წელს უნდა შეასრულოს:

  • მიიღოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებს მოსამართლეთა გადაყვანასა და დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით და პირების უზენაეს მოსამართლეებად დანიშვნის გასაჩივრების ეფექტურ უფლებას.

  • მიიღოს სასამართლო სისტემის უფრო ფართო რეფორმა. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. კერძოდ, შეიქმნას გამორჩეული მთლიანობის შემოწმების სისტემა პროცესში გადამწვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამჟამად დანიშნულნი არიან სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე, კერძოდ იუსტიციის სასამართლოს, უზენაეს სასამართლოს და სასამართლოს პრეზიდენტებს. გარდა ამისა, საერთაშრისო ექსპერტების ჩართულობით საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციაში ჩამოყალიბდეს ეფექტური მუდმივი და პერიოდული ქონებრივი დეკლარაციების სისტემა.

  • მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მოიცავს პარლამენტში გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურის შეცვლას მარტივიდან კვალიფიციური უმრავლესობით; ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ პროკურატურის შესახებ კანონი ვენეციის კომისიის OECD და TAIEX-ის მართლმსაჯულების სექტორის ფუნქციოირებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რეკომენდაციების შესაბამისად.