2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლიდან პენსია გაიზრდება, იზრდება ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირთა და მოსამართლეების ხელფასი.
პარლამენტში დარეგისტრირდა ბიუჯეტის პროექტი.
პროექტის მიხედვით, 2027 წლის იანვრიდან დაგეგმილია პენსიის ზრდა:
- 70 წლამდე პირთა პენსია გაიზრდება 20 ლარით და გახდება 390 ლარი
- 70 წელზე მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 60 ლარით და გახდება 555 ლარი
- მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერების პენსია იქნება 468 ლარი
- მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70 წელზე მეტი ასაკის პენსიონერების პენსია იქნება 665 ლარი
8,4%-მდე იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები.
კანონმდებლობით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა და მოსამართლეთა ხელფასები ფიქსირებული არაა და კოეფიციენტების სისტემით გამოითვლება.
ხელფასის ოდენობა ყოველწლიურად ხელახლა ანგარიშდება იმის გათვალისწინებით, თუ რა ოდენობით განისაზღვრება ბიუჯეტში საბაზისო ხელფასი.
თანამდებობის პირთა და მოსამართლეთა ხელფასები საბაზისო ხელფასის კონკრეტულ კოეფიციენტზე ნამრავლით განისაზღვრება.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტში საბაზისო ხელფასი 1 735 ლარითაა განსაზღვრული. 2026 წლის ბიუჯეტში საბაზო ხელფასი 1600 ლარი იყო.
- საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 16 000 ლარიდან 1 350 ლარით, 17 350 ლარამდე გაიზრდება;
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 14 720 ლარიდან 159 62 ლარამდე გაიზრდება;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 15 615 ლარი იქნება;
- მინისტრების და პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების ხელფასები 14 748 ლარამდე გაიზრდება;
- მინისტრების მოადგილეების ხელფასი 12 579 ლარი იქნება;
- პარლამენტის დეპუტატების ხელფასი 13 880 ლარი იქნება;
- თბილისის მერის ხელფასი 14 748 ლარი იქნება.
- სახალხო დამცველის ხელფასი გაიზრდება და 14 400-დან გახდება 15 615 ლარი.
ამავე სისტემით გაიზრდება მოსამართლეთა ხელფასები.
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი იქნება 17350 ლარი;
- უზენაესის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება გახდება – 15 962 ლარი;
- უზენაესის მოსამართლეების გახდება 14 748 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება გახდება 14 574 ლარი;
- რაიონული/საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი გახდება 13 880 ლარი;
- რაიონული/საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ხელფასი გახდება 12 492 ლარი.