მაია რჩეულიშვლმა საპატიმრო დატოვა

პუბლიკა

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა რუსთავის ქალთა დაწესებულება უკვე დატოვა. მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მაია რჩეულიშვილის განმარტებით, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა „მიონის“ ეპიზოდზე.

რჩეულიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებს უხდის ბოდიშს. რჩეულიშვილმა თბილისის მერიას პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ინვესტორებს გადაეცა შპს-ები. დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში დასრულდება ყველაფერი კარგად. დაზარალებულები არის – 5 დიდი ობიექტი დასამთავრებელი, დანარჩენ სარემონტო ობიექტებზეც მიდის სამუშაოები.

მთავარია, საქმის კურაცია აიღო მერიამ და ისაა ზედამხედველი, რომელიც გარანტორია“, – განაცხადა რჩეულიშვილმა.