რეგულაციების დარღვევისთვის, ბოლო 72 საათში 5 ობიექტი დაილუქა და 6 დაჯარიმდა

პუბლიკა

კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის, ბოლო 72 საათის განმავლობაში 5 ობიექტი დაილუქა და 6 დაჯარიმდა. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,  შრომის ინსპექციის სამსახურმა ზომები ბიზნეს ობიექტებზე დაფიქსირებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო მიიღო.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და 1 ფიზიკური პირია.

ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.