რეგულაციების დარღვევისთვის აჭარაში 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა - ინსპექცია

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, აჭარის რეგიონში აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა. დღის განმავლობაში დაჯარიმდა 10 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

„აკრძალული საქმიანობის გამოვლენის პროცესში, შრომის ინსპექციასთან ერთად შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები. შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.