როცა რამდენიმე დღით ადრე ამბობ ჩამოვდივარ, არაა კორექტული დამოკიდებულება - ქადაგიშვილი ევროპარლამენტარების ვიზიტზე

პუბლიკა

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, ევროპარლამენტების ვიზიტის ჩაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო.

„როდესაც რამდენიმე დღით ადრე ან ორი დღით ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მე ჩამოვდივარ და რაღაც ფორმატს ვიწყებ, ეს ფორმატი ამ დროს სულ სხვა რეჟიმში და სულ სხვა ფორმატში უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს არ არის კორექტული დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის მიმართ. ჩვენ ევროპარლამენტთან ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ ამ ფორმატშიც გაგრძელდება თანამშრომლობა ოღონდ იმ წესის მიხედვით, რა წესიც არის ამ ფორმატისთვის მიღებული. ეს ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო“”, – თქვა ქადაგიშვილმა.

ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორი ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტი, რომელიც 21-22 იანვარს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ევროპარლამენტარების განცხადებით, მიზეზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „დრო ვერ გამონახა“.