როგორ დაეხმარება სახელმწიფო ბიზნესს შეზღუდვების ფონზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მთავრობას დაგეგმილი აქვს კონკრეტული ნაბიჯები, ბიზნესის დასახმარებლად.

ეს ნაბიჯებია:

  • 6 თვით გაგრძელდება 1500 ლარამდე ხელფასის მქონე თანამშრომლისთვის 750 ლარის საშემოსავლოსგან ბიზნესის გათავისუფლების პროგრამა (პრემიერის თქმით, პირველი ტალღის დროს ამ დახმარებამ დაფარა 33 000 კომპანია და შეეხო 425 000 დასაქმებულს. საუბარია დაახლოებით 260 მილიონ ლარზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროგრამას 6 თვით).
  • ტურიზმის სექტორში მომუშავეთათვის 2021 წლის ქონების გადასახადი გაუქმდება. ასევე ჩამოეწერება საშემოსავლო გადასახადი, რომელიც პირველი ტალღის დროს (2020 წელს, 4 თვის) გადაუვადდათ.
  • რესტორნების ბიზნესს სასესხო ვალდებულებების პროცენტი დაუსუბსიდირდებათ 6 თვის განმავლობაში.

ამ დახმარებების პაკეტი (როგორც სოციალური, ისე ბიზნესი) სახელმწიფოს დაუჯდება მილიარდ 100 მილიონი ლარი.