როგორც გაძლიერებული კოვიდსასტუმრო უკვე ამუშავდა „ჰოლიდეი ინი“ – გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გაძლიერებულ კოვიდსასტუმროდ ამუშავდა უკვე  „Holiday Inn”, სადაც დამატებით იქნება მობილიზებული სამედიცინო პერსონალი.

„სიახლეა, რომ გუშინ, როგორც გაძლიერებული კოვიდსასტუმრო, გაეშვა „ჰოლიდეი ინი“, სადაც დამატებით იქნა მობილიზებული სამედიცინო გუნდი და დამატებითი მკურნალობის შესაძლებლობა შეიქმნა. ესეც დაგვეხმარება იმაში, რომ პაციენტი, რომელსაც არ სჭირდება დიდხანს ჰოსპიტალში დაყოვნება, სწარაფად გადავიყვანოთ და ჰოსიტალური საწოლები კიდევ უფრო მეტად გათავისუფლდეს.

კარგია ის, რომ უფრო ინტენსიური გახდა ჰოსპიტლებიდან გაწერა. გუშინ, მაგალითად, გამოჯანმრთლებულებს შორის კლინიკიდან გაეწერა 1214 პირი, ანუ ეს არის უკვე მნიშვნელოვანი რაოდენობა იმ პაციენტებისა, ვინც ბინაზე ან სასტუმროში გაეწერა. ამგვარი გაწერის ტემპის შენარჩუნებით ჩვენ თავისუფლად გვქნება იმის საშულება, რომ დაყოვნეაბა იყოს მინიმალური“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.