„რუსეთი?" - „სირცხვილიას" სტენსილი პარლამენტის კედელზე

პუბლიკა

როგორც უკვე ცნობილია, „ქართული ოცნება“ პარლამენტში არეგისტრირებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს, თუმცა მას ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს, რადგან რეზოლუციის ტექსტში, რუსეთის როლი ხაზგასმული არ არის.

მეტიც, ტექსტში რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები.

მოძრაობა „სირცხვილია” ამ ფაქტს პარლამენტის კედელზე სტენსილით გამოეხმაურა – „რუსეთი?”.

„რეზოლუციის ყველა სიტყვა და ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, დაცლილია პროვოკაციული რიტორიკისგან” – ასე ხსნის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იმას, რომ რეზოლუციის ტექსტში რუსეთი ნახსენები არ არის.