რუსეთიდან წლიური გადმორიცხვა 351%-ით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს.

უწყების ცნობით, 2022 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 387.2 მლნ აშშ დოლარი (1 103.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 84.6%-ით მეტია 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.5% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2% მოდიოდა.

 

2022 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.0 მლნ აშშ დოლარი (91.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის სექტემბრის (29.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.4%-ით მეტია.

LB loan image desktop LB loan image mobile