რუსეთის ომი უკრაინაში - დღე 3 | განახლებადი

პუბლიკა

მესამე დღეა რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს. უკრაინული ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები და ავია იერიშები მიმდინარეობს. ჩრდილოეთიდან კიევზე შეტევას ცდილობენ სახმელეთო ძალებიც. პოლიტიკური და სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ დღევანდელი დღე გაცილებით მძიმე იქნება.

გთავაზობთ მიმდინარე მოვლენებს განახლებად რეჟიმში. განახლებები დარეფრეშების შემდეგ გამოჩნდება.


08:16 „რუსეთმა ვერ შეძლო კიევის ალყაში მოქცევა, როგორც ის ამას გეგმავდა“ – ასე აჯამებს BBC ღამის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, რომლებმაც ამ დროისთვის ბოლო შეფასება გამოაქვეყნეს.

ვრცლად:

03:20 ვასილკოვის მერმა, ნატალია ბალასინოვიჩმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ კიევიდან 20 კილომენტრში აფეთქება ნავთობის საცავში მოხდა. მისივე თქმით, საჭიროა მოსახლეობის ევაკუაცია, რადგან მიმდებარე ტერიტორია ეკოლოგიურად უსაფრთხო აღარ არის.

ვრცლად.

03:14 ძალიან დიდმა აფეთქებამ გაანათა ცა კიევის სამხრეთ-დასავლეთით, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფეთქება უკრაინის დედაქალაქის ცენტრიდან 20 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

ვრცლად.

02:36 ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფენ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობას SWIFT-იდან ჩახსნას.

ვრცლად:

02:35 უკრაინის გენერალური პროკურორის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტი მოკლეს. ირინა ვენედიკტოვას ინფორმაციითვე, მათ სასწრაფოს მანქანა დაცხრილეს და ტყვია დაუშინეს ხარკოვში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

ვრცლად:

02:34 ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირი რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშების პარალიზებას მოახდენს.

„შესაბამისად გაიყინება მისი ტრანზაქციები და ცენტალური ბანკისთვის შეუძლებელი გახდება თავისი ანგარიშების ლიკვიდურობის უზრუნველყოფა“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლეიენი.

01:43 რადას დეპუტატი ლესია ვასილენკო ტვიტერზე წერს, რომ რუსეთი თავდასხმისთვის ყველა ძალის გამოყენებას აპირებს. მისი თქმით მოვლენები 30-60 წუთში განვითარდება.

რადას კიდევ ერთი დეპუტატი ირინა გერაშენკო ფეისბუქზე მოქალაქეებს მოუწოდებს თავშესაფრებიდან და სახლებიდან არ გამოვიდნენ, რადგან „უახლოეს ნახევარ საათში ფაშისტური რეჟიმი კიევს სრული ძალით დაესხმება“.

ვრცლად.

01:33 უკრაინული მედია იტყობინება, რომ კიევში აფეთქებები დაიწყო. პარალელურად მედია და ოფიციალური პირები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ თავშესაფრებს შეაფარონ თავი.

01:21 უკრაინაში, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა დანიელი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი დაჭრეს. დანიური გამოცემის Ekstra-Bladet-ის ჟურნალისტი შტეფან ვაიშარტი და ფოტოგრაფი ემილ ფიტენბორგ მიკელსენი უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სუმსა და პოლტავას შორის, ახტირკაში მუშაობდნენ, როცა მათი მიმართულებით დაიწყეს სროლა.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებს პრესის ნიშნები ეკეთათ და ჯავშანჟილეტები ეცვათ, თუმცა, სამხედროებმა მათ ავტომობილს გაუხსნეს ცეცხლი.

ვრცლად.

00:56 უკრაინული გამოცემის The Kyiv Independent-ის ინფორმაციით, რუსული არტილერიის ნასროლი ჭურვი კიევის ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა, ორი ბავშვი და ორი ზრდასრული პირი კი დაშავდა.

ვრცლად.

23:31 საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელის, რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის განცხადებით, ის კლუბის მმართველობას ჩამოშორდა. აბრამოვიჩის თქმით, ის ყოველთვის ხელმძღვანელობდა „ჩელსის“ საუკეთესო ინტერესებით და კლუბის მმართველობას „ჩელსის“ საქველმოქმედო ფონდს გადააბარებს.

ვრცლად:

22:57 გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ისინი უკრაინას სამხედრო შეიარაღებით დაეხმარებიან. შოლცი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინას ტაკნსაწინააღმდეგო იარაღითა და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „სტინგერის“ რაკეტებით დაეხმარებიან.

ვრცლად:

22:34 გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი გარკვეული პირობებით მხარს დაუჭერენ რუსეთის SWIFT-დან გათიშვას.

როგორც CNN წერს, გერმანიის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები აცხადებენ, რომ ისინი ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რათა თავიდან აირიდონ რუსეთის SWIFT-დან გათიშვის შემთხვევაში უდანაშაულო ხალხის დაზარალება.

ვრცლად:

20:57 უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გასცა ნებართვა სხვა ქვეყნებისთვის, რომ გერმანული წარმოების იარაღი უკრაინას გადასცენ. გერმანიის მიერ ნებართვის გაცემაზე ინფორმაციას ავრცელებს Politico-ც.

აქამდე, გერმანია უკრძალავდა ქვეყნებს, რომლებსაც მისი წარმოების იარაღი ჰქონდათ, რომ ის სხვა სახელმწიფოსთვის გადაეცათ ან მიეყიდათ. ამის გამო, ქვეყნები, რომლებსაც უკრაინის დახმარება სურდათ, მის მომარაგებას გერმანული იარაღით ვერ ახერხებდნენ. 26 თებერვლიდან კი გერმანია უკრაინისთვის ამ შეზღუდვას აუქმებს.

ვრცლად:

20:51 რუსეთის სხვადასხვა სამთავრობო ვებსაიტები, მათ შორის კრემლის, სახელმწიფო სათათბიროს და თავდაცვის სამინისტროს კვლავ გათიშულია.ჰაკერული ჯგუფი Anonymous twitter-ზე წერს, რომ „შესაძლოა რუსეთი ბომბებს აყრის უდანაშაულო ადამიანებს, მაგრამ Anonymous კლავს რუსეთის მთავრობის ვებგვერდებს“.

19:42 უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებით, დღეს შავ ზღვაში რუსულმა ხომალდმა რუსეთისვე სამხედრო თვითმფრინავი „მეგობრული ცეცხლით“ ჩამოაგდო.

19:39 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ უკრაინას დამატებით 350 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის.

ვრცლად:

19:07 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ მორიგი ბრიფინგისას რუს ხალხს მიმართა და მოუწოდა, რომ აიმაღლონ ხმა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც პროტესტი გამოხატა და განაცხადა, რომ რაც მალე ეტყვიან რუსეთის ხელისუფლებას, რომ ომი შეჩერდეს, მით მეტი რუსი გადარჩება.

ვრცლად:

18:29 „უკრაინა არ დანებდება!“ – პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო იარაღით ხელში ფოტოს ავრცელებს.

18:14 შვედეთმა და ფინეთმა პარასკევს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს რუსულ თვითმფრინავს, რომლითაც რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი მგზავრობდა დუმის დეპუტატებთან ერთად. ინფორმაციას რუსეთის პროსახელისუფლებო მედია tass ავრცელებს.

17:57 ვოლოდიმერ ზელენსკი Twitter-ზე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს პრეზიდენტ ერდოღანს და თურქ ხალხს მათი მტკიცე მხარდაჭერის გამო. რუსული გემების გატარების აკრძალვა შავ ზღვაში, მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის დღეს უმნიშვნელოვანესია. უკრაინელი ხალხი არასდროს დაივიწყებს ამას!“ – წერს ზელენსკი.

16:37 უნგრეთი მხარს უჭერს რუსეთის SWIFT-იდან ჩახსნას. ამის შესახებ ინფორმაციას The Kyiv Independent ავრცელებს. გამოცემის თქმით, უნგრეთი იყო ევროკავშირიდან ბოლო ქვეყანა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა SWIFT-იდან რუსეთის ჩახსნას.

ვრცლად: 

16:04 საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

14:46 „უკრაინის ტკივილი საქართველოს ტკივილია. გამძლეობა და გამარჯვება ჩემო უკრაინელო მეგობრებო“, – წერს თბილისის მერი სოციალურ ქსელ twitter-ზე.

14:35 რუსეთის „კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა“ 10 ადგილობრივი მედიაორგანიზაცია  ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მათ შორის არიან დამოუკიდებელი ტელეარხები – „დოჟდ“ და „ეხო მასკვი“

ვრცლად: 

14:11 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ დაითანხმეს კვიპროსი და ის არ დაბლოკავს SWIFT-იდან რუსეთის გათიშვაზე გადაწყვეტილებას.

14:09 უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს ინფორმაციით, ახლანდელი მონაცემებით რუსულმა თავდასხმებმა 198 უკრაინელი იმსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია.

მისივე ინფორმაციით ამ დროისთვის დაჭრილია 1115 ადამიანი, მათ შორის 33 ბავშვი.

12:05 უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის, თქმით ახლა გადამწყვეტი მომენტია იმისთვის, რომ  ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს ხანგრძლივი დისკუსია და გადაწყდეს უკრაინის გაწევრება ევროკავშირში.

ვრცლად

12:07 ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა რუსეთში არ ჩატარდება.

ვრცლად:

11:52 „ენერგეტიკის მინისტრის ჰერმან ჰალიშჩენკოს თქმით, უკრაინამ სასტიკი ბრძოლის შემდეგ აღადგინა სრული კონტროლი კიევის ჰიდროელექტრო სადგურზე. სადგურის თანამშრომლებმა დატოვეს თავშესაფრები და დაუბრუნდნენ სამუშაოს“, – წერს გამოცემა.

ვრცლად

11:36 ტელეგრამის არხებზე და Twitter-ზე ვრცელდება საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის ამსახველი ფოტო-ვიდეოკადრები. გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსი კიევის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს.

ვრცლად 

10:55 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაიღუპა 3,5 ათასი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200-მდე ტყვედ ჩავარდა.

ვრცლად

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა მხარემ 14 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი და 102 ტანკი დაკარგა.

10:41 „მე აქ ვარ, იარაღს არ დავყრით“, – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ვიდეოს ავრცელებს, რომ ყალბ ახალ ამბებს არ დაუჯერონ.

ვრცლად

10:20 ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კიევიდან ევაკუაციაში, რათა ის ხელში არ ჩაუვარდეს რუს სამხედროებს და არ მოკლან.

09:00 უკრაინის ქალაქ ვასილკოვისთვის ბრძოლა უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ნატალია ბალასინოვიჩი ავრცელებს.

03:55 აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს; რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს; რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს – ვალერი გერასიმოვსა და სერგეი შოიგუს.

03:41 26 თებერვალს, გამთენიისას უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საჰაერო ძალები თავს დაესხნენ და ჩამოაგდეს რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Іл-76, რომელშიც რუსეთის დესანტი იმყოფებოდა.

ვრცლად