გერმანიამ მოხსნა შეზღუდვა უკრაინისთვის გერმანული იარაღის გადაცემაზე - მედია

პუბლიკა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გასცა ნებართვა სხვა ქვეყნებისთვის, რომ გერმანული წარმოების იარაღი უკრაინას გადასცენ. გერმანიის მიერ ნებართვის გაცემაზე ინფორმაციას ავრცელებს Politico-ც.

აქამდე გერმანია ქვეყნებს, რომლებსაც მისი წარმოების იარაღი ჰქონდათ, უკრძალავდა, რომ ის სხვა სახელმწიფოსთვის გადაეცათ ან მიეყიდათ. ამის გამო, ქვეყნები, რომლებსაც უკრაინის დახმარება სურდათ, მის მომარაგებას გერმანული იარაღით ვერ ახერხებდნენ. 26 თებერვლიდან კი გერმანია უკრაინისთვის ამ შეზღუდვას აუქმებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვის მოხსნის პარალელურად, ნიდერლანდები უკრაინას 400 ყუმბარმტყორცნს, ბელგია კი 2 000 ტყვიამფრქვევს გადასცემს.

LB loan image desktop LB loan image mobile