დაიღუპა 3,5 ათასი რუსი ჯარისკაცი, 200-მდე ტყვედ ჩავარდა - უკრაინის თავდაცვის უწყება

პუბლიკა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაიღუპა 3,5 ათასი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200-მდე ტყვედ ჩავარდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა მხარემ 14 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი და 102 ტანკი დაკარგა.

BBC წერს, რომ რუსული მხარე დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.