მე აქ ვარ, იარაღს არ დავყრით. დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს - ზელენსკი

პუბლიკა

„მე აქ ვარ, იარაღს არ დავყრით“, – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ვიდეოს ავრცელებს, რომ ყალბ ახალ ამბებს არ დაუჯერონ.

„დილა მშვიდობისა უკრაინელებო. ახლა ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს მოვუწოდებ ჩვენს ჯარს, იარაღი დაყაროს და მიმდინარეობს ევაკუაცია. ასე რომ, მე აქ ვარ, იარაღს არ დავყრით. დავიცავთ, ჩვენს სახელმწიფოს, რადგან ჩვენი იარაღი არის ჩვენი სიმართლე, ეს არის ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები და ჩვენ დავიცავთ ყველაფერს“, –  აცხადებს ზელენსკი.