რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუსი

პუბლიკა

გუშინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

„გუშინ, გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე, დეტალებს გავარკვევთ. გადმოცემული გვაქვს მხოლოდ სახელი და გვარი, ამიტომ უმჯობესია, გავარკვიოთ დეტალურად, დავადგინოთ მისი ადგილსამყოფელი და შემდეგ უკვე გაგიზიარებთ ყველა დეტალს“, – თქვა ანთაძემ.

მისივე ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ამჟამად საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.