რუსეთის საქართველოში შეჭრა დემოკრატიასთან პუტინის ომის დაწყებაც იყო - სენატორი ჯინ შაჰინი

პუბლიკა

ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი აგვისტოს ომის 13-ე წლოთავს ეხმაურება

„13 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რამაც დასაბამი მისცა საქართველოსთან ხანგრძლივ კონფლიქტს. ეს ასევე დემოკრატიასთან პუტინის ომის დასაწყისი იყო.

ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას და ქართველი პარტნიორების გვერდით ვდგავართ მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდამჭერ საქმეში“ – წერს სენატორი ტვიტერზე.