რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს სურს, რომ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებით რუსეთმა მისი მიწა დატოვოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხი მაგიდაზე უნდა იყოს, რათა არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, მოგვარდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშე. რუსეთმა, პრაქტიკულად, უკვე წააგო ბრძოლები, თუ მთლიანად ომი არა“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კაპიტულაციის ფარგლებში, რუსეთის სრულად გასვლის მოთხოვნის გარეშე, „დასავლური სამყარო დაუშვებს მორიგ დიდ შეცდომას – ისეთსავე დიდს, როგორც 2008-სა და 2014-ში დაუშვა.“