რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გზა ჩავარდა

პუბლიკა

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა ჩავარდა. შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტიც გაავლეს. „პუბლიკას“ მერიაში განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მერიის ცნობით, დაზიანდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყლის მილი. წყალმა, სავარაუდოდ, გზას მიწა გამოურეცხა, რასაც გზის ჩავარდნა მოჰყვა.

მათივე ცნობით, განახლება დაიწყება უახლოეს პერიოდში ადგილზე GWP-ის ტექნიკა უკვე გადაჰყავს.