სააკაშვილი: გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ...

პუბლიკა

გერმანულმა გამოცემა Spiegel – მა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. შეკითხვებს მიხეილ სააკაშვილმა ხელნაწერის სახით უპასუხა. მისი პასუხები კი გამოცემას დედამ, გიული ალასანიამ გადასცა.

„პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო მინისტრი ლავროვი არა მხოლოდ ჩემი ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებენ. ისინი, განსაკუთრებით პუტინი მოითხოვდა ჩემ საქართველოში დაჭერას და გასამართლებას.

არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა, არ აღიარებს და ცნობს ჩემ ბრალეულობას და ჩემ მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა – ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემ დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ.” – განაცხადა სააკაშვილმა გამოცემასთან.

ინტერვიუს სრულ ვერსიას „მთვარი არხი” აქვეყნებს.