სააკაშვილის ინტერვიუში არავითარი ქართველი არ იგულისხმება - გიული ალასანია

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გამოეხმაურა ინტერვიუს, რომელიც სააკაშვილმა “შპიგელს”.

ინტერვიუში სააკაშვილმა თქვა, რომ „არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემ დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ”.

ალასანიას თქმით,  საზოგადოებაში სპეკულაციების გამართული, თუ ვინ იგულისხმება ამ განცხადებაში.

„არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება, არანაირად. ეს არის ლაპარაკი უკრაინაზე, იქ არის ძალიან, ყველაზე გავრცელებული ტერმინი, ძალიან პოპულარული რუსეთში არის იპსო. ნიშნავს საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას.

ჩემი შვილის შემთხვევაში ეს რა იყო იცით, მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილებში, სადაც ნახავდნენ აეროპორტი იქნებოდა თუ კაფე იქნებოდა თუ რაღაც ქუჩ იქნებოდა, მიდიოდნენ და არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა სასწრაფოდ არის აუცილებელი და ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე უსათუოდ.

რატომ? იმიტომ, რომ მზადდებოდა სწორედ ეს ოპერაცია უკრაინაში და აი, ამ დროს ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით. აი, ეს იყო ამოცანა. და ამ ამოცანას მიაღწიეს, მიაღწია კრემლმა. და ჰყავთ ახლა აქ გამოკეტილი, რამდენი ხანია უკვე, წელიწადი და ოთხი თვეა, ფაქტობრივად, კლავენ. კრემლი აკეთებს ამას, ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, აკეთებენ ქართული ხელისუფლების ხელით”. – ამბობს ალასანია.