სააკაშვილი ამბობს, რომ ახალი ოჯახი შექმნა

პუბლიკა

რადას დეპუტატი მმართველი პარტიიდან, ლიზა იასკო facebook-ზე აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ლიზა იასკოსთან ერთად ოჯახი შექმნა. ლიზა იასკო უკრაინელი პოლიტიკოსია.

„მინდა ვთქვა, მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, მიუხედავად ყველ წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი. რა თქმა უნდა, ვფიქრობ ამაზე ბევრს, მაგრამ დღეს მე და ლიზა იასკო ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი და გვინდა, რომ ყველას ვუსურვო ბედნიერება, ისე, როგორც ყველამ გაიგოს ჩვენი სიტუაცია და გვისურვოს ბედნიერება ჩვენ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს, რომ ვიდეო საქართველოში წამოსვლამდე ჩაწერეს, რადგან უკრაინა და საქართველო ერთად არიან.

„მოვილაპარაკეთ, რომ ამ ვიდეოს გამოვაქვეყნებთ ჩემი დაკავების შემთხვევაში”, – წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავებას facebook-ზე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.

დღეს, დილის 9 საათისთვის მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მან facebook-პოსტით ასევე მოუწოდა მოსახლეობას, 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, თავადაც შეუერთდება ერთ-ერთ კოლონას.

საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.