სახელისუფლებო „ბლოგერი“ გიორგი აღაპიშვილი ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ფოტოა – მითების დეტექტორი

პუბლიკა

„მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ფეისბუქგვერდი „გიორგი აღაპიშვილის ბლოგი“, რომელიც პროსახელისუფლებო გვერდია და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტებისა თუ პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ პოსტებს ავრცელებს, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ფოტოს იყენებს.

„მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ფეისბუკგვერდი „გიორგი აღაპიშვილის ბლოგი“ 2019 წლის 22 ივლისს, „გავრილოვის ღამიდან“ 1 თვის თავზე შეიქმნა და 3 ადმინისტრატორი ჰყავს. გვერდს, 21 ნოემბრის მდგომარეობით, 1895 მოწონება და 2027 გამომწერი ჰყავს. პირველი პოსტი გვერდმა შექმნიდან მეორე დღეს, 23 ივლისს გამოაქვეყნა და ლევან ბერძენიშვილის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მისი სამიზნე იყო, ასევე, მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პორტის პროექტი.

„მითების დეტექტორის“ ცნობით, 17 ნოემბერს, ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე, „გიორგი აღაპიშვილის ბლოგმა“ გამოაქვეყნა ფოტოები ალბომის სათაურით „შენი მომავალი მთავრობა“, რომელშიც იმეორებდა აქტივისტების წინააღმდეგ სხვა სახელისუფლებო ტროლების ნარატივს, რომ აქციების შედეგად ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდებოდა.

„მითების დეტექტორის“ მიერ გვარცელებულ მასალაში ასევე ნათქვამია, რომ დისკრედიტაციის გარდა, აღაპიშვილის ბლოგზე ვხვდებით ხელისუფლების, კერძოდ კი გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის საქებარ პოსტებს.

მასალის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile