„საკოორდინაციო საბჭოზე არჩევნების გადადების საკითხზე  არ გვიმსჯელია“ - ღიბრაძე

პუბლიკა

„საკოორდინაციო საბჭოზე არჩევნების გადადების საკითხზე  არ გვიმსჯელია“, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა დაგეგმილი არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მიმდინარეობს მუშაობა პროტოკოლებზე, მათ შორის დამკვირვებლების ჩამოყვანის პროტოკოლზე. დარწმუნებული ვარ იქნება ყველაფერი ისე დაგეგმილი, რომ მომავალმა არჩევნებმა რაც შეიძლება უსაფრთხოდ ჩაიაროს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.