„სამინისტრო მალავს დასკვნას გელათზე“ - პარლამენტში შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები გელათის სამონასტროს კომპლექსთან დაკავშირებით საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა „ლელოს“ ორგანიზებით გაიმართა. 

დეპუტატები ამბობენ, რომ გელათის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მისი რეაბილიტაციის პროცესი კი სრულიად  დახურულია და კულტურის სამინისტროც არ ასაჯაროებს საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებს.

ისინი მოითხოვენ, გასაჯაროვდეს ექსპერტების დასკვნა და ადგილობრივ პროფესიონალებს მიეცეთ გელათის სამონასტროს კომპლექსში შესვლის საშიალება.

„ტაძარი და ისტორიული ფრესკები არის სერიოზული საფრთხის წინაშე. არსებობს საერთაშორისო დასკვნა (რომელსაც მალავს სამინისტროს), სადაც წერია, რა პრობლემებია გელათში. ამ დახურულობისა და გაუმჭვირვალობის პირობებში ჩვენ შეიძლება, დავკარგოთ ჩვენი კულტურული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

დეპუტატი, პარტია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილიც აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრო საზოგადოებისა და ექსპერტებისთვის ინფორმაციის დამალვის გზით ცდილობს, გადაფაროს მათ მიერ დაშვებული შეცდომები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ხელოვნებათმცოდნეები და დარგის სპეციალისტები. როგორც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილმა თქვა, პირველ ეტაპზე მთავარია, გელათის საკითხზე სრულიად დახურული პროცესი გაიხსნას.

„გელათის პროცესი სრულიად დახურულია, როგორც საზოგადოებისთვის,  ასევე პროფესიული წრეებისთვის.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე დასკვა, რომლის მოპოვებაც  შვძელით, ამ დასკვნის მიღმა არსებობს კიდევ ძალიან მაღალკვალიფიციური ჯგუფი, რომელიც მოიწვია საპატრიარქომ და მათი საბოლოო დასკვნა, სამწუხაროდ, არ არის ხელმისაწვდომი.

ჩვენი მთავარი მოხოვნაა, გასაჯაროვდეს ყველა დასკვნა და დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი იმ კონკრეტული პირების, ვინც აქამდე მიიყვანა ეს მდგომარეობა.

მაღალია საზოგადოების ინტერესი. შეუშვან ადგილზე პრფესიონალები, მათ შორის ადგილობრივი ექსპერტები. ის, რა ჯგფუფიც მუშაობს მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. არსებობს კითხვის ნიშნები და ამას თან ერთვის დახურული პროცესი, რომელიც პირდაპირ აზიანებს იუნესკოში არსებული ძეგლის ინტერესს“, – ამბობს ცირა ელისაშვილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი შეეცდებიან, გამოითხოვონ ყველა დასკვნა სამინისტროდან და საპატრიარქოდან.