სამიზნე ჯგუფების უფასო ტესტირება კვლავ ძალაშია, არაფერი შეიცვლება - მთავრობა

პუბლიკა

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავ უფასოა და ამ მიზნით არაფერი შეიცვლება – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ტესტირებას დაქვემდებარებული სამიზნე ჯგუფებს, ვისაც აქამდე უფასოდ უტარდებოდა PCR და ანტიგენის ტესტი, ჩაუტარდება კვლავ უფასოდ.

მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების ლაბორატორიული მომსახურება, მათ შორის:

►  სტაციონარულ (მ. შ., დღის სტაციონარსა და ემერჯენსში) დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტები, სიმპტომების მიუხედავად;

► დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, მხოლოდ თვითიზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის (დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღე) პერიოდში, მინიმალური – დაავადების ერთ-ერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის ან/და ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებით;

►  ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები. ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით);

►  სამედიცინო პერსონალი;

► დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი;

►  სახელმწიფო ზრუნვის ქვეს მყოფ პირთა დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები;

►  საქართველოში შემოსული, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ის პირები, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინე სივრცეებში და მათი მომსახურე პერსონალი და სხვა;

►  დეტალური ინფორმაცია ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე;

►  უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი, არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული პირი, რომელიც 8 დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, ვალდებულია მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს PCR ტესტი.

►  სხვა შემთხვევაში, თუ ტესტს იკეთებთ საკუთარი სურვილით, მომსახურება არის ფასიანი.

LB loan image desktop LB loan image mobile