სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს - იმნაძე წყლის ჭავლის გამოყენებაზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს დღეს ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რა გავლენას ახდენს მიმდინარე აქციები ეპიდსიტუაციაზე. იმნაძის თქმით, ნებისმიერი თავყრილობა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ძალიან ცუდად აისახება.

„რას დაარქმევთ, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი თავყრილობა ძალიან, ძალიან ცუდად მოქმედებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, მით უმეტეს, თუ არ არის დაცული ელემენტარული წესები – ნიღაბი და დისტანცია“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძეს ბრიფინგზე ასევე ჰკითხეს, უნდა განიმარტოს თუ არა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, კორონავირუსის ფონზე რამდენად საშიშია წყლის ჭავლი?

„პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ კანონის წინაშე. სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს“, –  განაცხადა პაატა იმნაძემ.