საპარლამენტო მანდატების დატოვებაზე დაველაპარაკებით ევროპელ პარტნიორებს - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ენმ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ტოვებს თუ არა ფრაქცია საპარლამენტო მანდატებს.

შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა მანდატების დატოვებას, ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ისინი კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან გაივლიან.

„მანდატებთან დაკავშირებით ჩვენ დაველაპარაკებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ კარგად ავუხსნათ, ჩვენ გვინდა 12 პუნქტი შესრულდეს, გვინდა, არ ვიყოთ მიზეზი რამის, მაგრამ მათ კარგად უნდა გაიგონ, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ვწყვეტთ ყველანაირ საპარლამენტო საქმიანობას და ვისაუბრებთ ევროპელ კოლეგებთან, რომ კიდევ უფრო მკაცრი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. ფრაქცია ამაზე გააკეთებს ხვალ განცხადებას“, – განაცხადა მან „ფორმულას“ ეთერში.