საპატრიარქო მედიის წარმომადგენლობისთვის რეგულაციებს აწესებს - ჯაღმაიძე

პუბლიკა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციებს აწესებს.

ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები ხელს უშლიან სასულიერო პირებს მსახურების ჩატარებაში, იქცევიან არაეთიკურად და აგრესიულად. დეკანოზი ჯაღმაიძის თქმით, ეს გახდა საბაბი იმისა, რომ საპატრიარქო რეგულაციებს გამოიყენებს, ზოგ შემთხვევაში აკრედიტაციის  ფორმით.

„საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით, მსგავსად სხვა უწყებებისა და ორგანიზაციებისა, მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კითვნილ სივრცეებში. რაც საჭიროებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს.

როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს თავის ტერიტორიაზე ქცევის წესი, მით უმეტეს, თუ წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას.

საპატრიარქო მოქმედებს კანონის ფარგლებში, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას, ინფორმაციას რეგულაციების თაობაზე.

თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად.

გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია, ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, რიგ შემთხვევაში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას, გააკონტროლოს დასწრების საკითხი“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile